აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, საქართველოში არსებული ვითარების შესახებ წარმომადგენელთა პალატის წევრის, ჯო უილსონის კითხვას უპასუხა და დაადასტურა, რომ ვაშინგტონში „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით სხვადასხვა ზომები განიხილება.
„ქართული ოცნების“ მთავრობის ხმამაღალმა კრიტიკოსმა, უილსონმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელს ჰკითხა:
„მადლობელი ვარ ტრამპის ადმინისტრაციისთვის საქართველოს რესპუბლიკაში ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიმართ მკაცრი პოზიციისთვის. მათ გააყალბეს 26 ოქტომბრის არჩევნები. მათ ამერიკასთან კავშირები კრიმინალიზაცია მოახდინეს. მათ განდევნეს ამერიკული კომპანიები, დაბლოკეს ვაჭრობა და წვდომა მინერალებზე შუა დერეფანში, რითაც ფაქტობრივად საქართველო ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მიჰყიდეს. მათ არაერთხელ დაამცირეს პრეზიდენტი ტრამპი და ამერიკის ხელმძღვანელობა. რონდელის ფონდის მონაწილეობით გამოქვეყნდა ანგარიში, რომელიც საუბრობს საქართველოში ამჟამად დამკვიდრებული ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონტროლზე და მსურს ოფიციალურად შევიტანო ეს დოკუმენტი პროტოკოლში. გარდა ამისა, ზედიზედ 200 დღის განმავლობაში თავისუფლებისმოყვარე ქართველები გმირულად გამოვიდნენ ქუჩებში, ამერიკულ დროშებში გახვეულები და (აშშ) პრეზიდენტისადმი მიმართული პლაკატებით ხელში. თქვენი ხელმძღვანელობით, რა გაკეთდება იმისათვის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა რეალური ზომები მიიღოს ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე?“
რუბიომ დეტალები არ დააკონკრეტა და უპასუხა:
„როგორც ჩემს შესავალ განცხადებაში ვთქვი, შეერთებული შტატების მიზანია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა, ამიტომ ჩვენ საკუთარ თავს ვეკითხებით: ჩვენს ინტერესებშია თუ არა მსოფლიოს მნიშვნელოვან რეგიონში ანტიამერიკული მთავრობის ყოლა? თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ მთავრობამ ხარჯები აიღოს. ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და ჩვენ ვეძებთ შესაძლო ზომებსა და დამატებით ვარიანტებს. დღეს არ მაქვს კონკრეტული განცხადებები იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯების გადადგმას ვგეგმავთ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს განხილვის საგანია. ეს ზუსტად ის ნათელი მაგალითია იმისა, თუ რატომ მივმართავთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებს და ჩვენს საველე წარმომადგენლობას, რათა მივიღოთ რჩევა იმის შესახებ, თუ რომელ ზომებზე მოახდენს ანტიამერიკული მთავრობა ყველაზე მგრძნობიარე რეაგირებას.“
მანამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს ღია წერილი გაუგზავნა, რომელშიც უკმაყოფილება გამოთქვა ვაშინგტონის დუმილის გამო საქართველოში შექმნილ ვითარებასთან და წარმომადგენელთა პალატის მიერ MEGOBARI აქტის მიღებასთან დაკავშირებით.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა სამდღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მისი თქმით, ზავი, სავარაუდოდ, 9, 10 ...
The Guardian-ის ცნობით, კრემლი უკიდურესად შიშობს, რომ დრონებით თავდასხმა 9 მაისის აღლუმს ჩაშლის და ტრიუმფის ნაცვლად, პუტინი დამცირდება და შერცხვ...
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) კომენტარი გააკეთა ატლანტის ოკეანეში საკრუიზო გემზე აღმოჩენილ იშვიათი „ანდების“ ჰანტავირუსის შ...
Baza-ს ცნობით, Claude-ის ნეირონულმა ქსელმა რუსეთში მომხმარებლების მასობრივად დაბლოკვა დაიწყო. Claude არის ამერიკული კომპანია Anthropic-ის მიერ შ...
ვლადიმერ პუტინმა 9 მაისის სამხედრო აღლუმისთვის მოსკოვის მახლობლად უზარმაზარი საჰაერო თავდაცვის ძალები შეკრიბა, რაც სხვა რეგიონებს დაუცველს ხდის....
უკვე შემდგარი ფაქტია, რომ რეალური ზეწოლის პირობებში „ოცნება“ უკან იხევს, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი „დროას“ ლიდერი...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი, ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან და...
საქართველოს ბანკმა ინვესტირების შესაძლებლობები გააფართოვა და მობილბანკში კიდევ ერთი ინოვაციური ინსტრუმენტი დაამატა - მომხმარებლებს უკვე მსოფლიოს...
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა ე.წ. ჯაშუშობის საქმეზე.
„ჩანაწერი ასახავს ჯაშუშობის ბრა...
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More